Sunday, May 8, 2011

მსოფლიო მედიცინის ისტორია

   თანამედროვე მედიცინის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა იმ სამედიცინო ცოდნის მეცნიერული ანალიზისა და უზარმაზარი გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, რომელიც დააგროვა კაცობრიობამ თავისი არსებობის მანძილზე. ნათქვამია, თუ არ იცი წარსული, შეუძლებელია გაიგო თანამედროვეობის ჭეშმარიტი აზრი და მომავლის მიზანი. მედიცინის ისტორია შეისწავლის სამედიცინო ცოდნის განვითარებას დასაბამიდან დღემდე საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციებთან მჭიდრო კავშირში, ასევე სამედიცინო სპეციალობების ჩამოყალიბებასა, ექიმებისა და მეცნიერი ექიმების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათ წვლილს მედიცინის მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარებაში და მათი სკოლების სამეცნიერო მიღწევებს. მედიცინის ისტორია თავისი შინაარსით ღრმად ინტერნაციონალურია: მსოფლიოს ყველა ხალხს, მეტ-ნაკლებად, მიუძღვის წვლილი სამედიცინო ცოდნის განვითარებასა და თანამედროვე მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის ჩამოყალბებაში. უძველესი ცივილიზაციების ისტორია არ შეიძლება გადმოცემული იყოს როგორც საკუთრივ ძველი რომის ან ძველი საბერძნეთის ისტორია, რადგან მონათმფლობელური წყობილების დროს ხმელთაშუა ზღვის ამ ქვეყნებში შედიოდნენ სხვადასხვა ხალხები, რომლებითაც იმ დროისათვის დასახლებული იყო სამხრეთ-ევროპის, სამხრეთ-დასავლეთ აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამგვარად, ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის მედიცინის ისტორია ამავე დროს ეგვიპტის, ტუნისის, კვიპროსის, თურქეთის, სირიის, ლიბანის, ერაყის, ირანის, იორდანიის, ინდოეთის, პაკისტანის, არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების ისტორიაა. ძველ საბერძნეთში და ძველ რომში მედიცინის განვითარების ანალიზის საფუძველზე შეიძლება თვალყური ვადევნოთ კავშირს ამ ცივილიზაციების მიღწევებსა და სხვა რეგიონების კულტურებს შორის. მედიცინის ისტორიას პრაქტიკულად საქმე აქვს უსაზღვრო ემპირიულ მასალასთან, რომელიც დააგროვა კაცობრიობამ მრავალი ათასწლეულის მანძილზე. ყოველი ახალი ეპოქის მიღწევა მტკიცედაა დაფუძნებული წინამორბედი ეპოქების მიღწევებზე და წარმოადგენს მათ გაგრძელებასა და განვითარებას. მსოფლიო მედიცინის ისტორიის შესწავლას, რომელიც დაფუძნებულია სამედიცინო ცოდნის ფორმირების მეცნიერულ ანალიზზე, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი მსოფლმხედველობის, სოციალურ-ეკონომიური პოზიციის, საერთო და პროფესიული კულტურის ამაღლებისა და, საერთოდ, თანამედროვე მედიცინის განვითარებისათვის.

ხალხური მედიცინის რჩევები

1) მარილების დაგროვების დროს:
 - 25 გ კოწახურის ქერქს დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი. გააჩერეთ 10 დღე ბნელ ადგილას. მიიღეთ 30 წვეთი 3-ჯერ დღეში. ფეხმძიმეებმა ეს ნაყენი არ უნდა გამოიყენონ.
- 1ჩ/ჭ დაქუცმაცებულ წითელი მოცვის ფოთლებს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, 1 საათი გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე. მარილებს შველის ასევე ნედლი მოცვი ან მოცვის მურაბა.
კბილის ტკივილის დროს:
1. 1 ს/კ სალბის ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გაწურეთ და თბილი ნაყენი გამოივლეთ. პროცედურა გაიმეორეთ 3-5-ჯერ, 30 წუთის განმავლობაში.
ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ბეგქონდარას, მრავალძარღვას ან გვირილის ნაყენი და გამოივლოთ თბილი.
2. 1 ს/კ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 15-20 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე; გააგრილეთ და გამოივლეთ.
3. ყინულის ნატეხი გაახვიეთ ქსოვილში და დაიდეთ ლოყაზე რამდენიმე წუთით. სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს და ტკივილი ყუჩდება.
4. არ შეიძლება მტკივნეულ კბილზე სპირტიან ხსნარში ან ეთილის სპირტში დასველებული ბამბის ტამპონის დადება - ეს გამოიწვევს ღრძილების დამწვრობას.
2) ნევროზთან ბრძოლის ხალხური საშუალებები:
გულ-სისხლძარღვთა ნევროზის დროს, შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით გვირილა, პიტნა, კამა, კვლიავი და კატაბალახას ფესვები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დადგით ნახევარი საათით. დღის განმავლობაში დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი.
ვეგეტონევროზის დროს, 1 სადილის კოვზ წითელი კუნელის მარცვლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.
ნევრალგიის დროს, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს გვირილის, დიდგულასა და იასამნის ყვავილები. დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ გაწურეთ. დალიეთ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ.
უძილობის დროს დამამშვიდებელ საშუალებად შეგიძლიათ შემდეგი ნაყენი მიიღოთ: 2 სადილის კოვზ სვიას დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ასევე, უძილობის დროს, 1 ჩაის კოვზ ბარამბოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ქერქი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კატაბალახას წვეთები და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, დღეში 2-ჯერ, თაფლთან ერთად.
3) როგორ ვუმკურნალოთ გაცივებას და რას გვირჩევს ხალხური მედიცინა?
ხალხურ მედიცინაში ყველაზე ხშირად ღორის მუცლის ქონი გამოიყენება. მისგან ეფექტურ მალამოს ამზადებდნენ - უმატებდნენ ფიჭვის წიწვებს, კანიფოლს, ცვილსა და პროპოლისს და ძნელად შეხორცებად ჭრილობაზე იდებდნენ.
ძლიერ ხველას შემდეგნაირად დამზადებული მალამო შველის: თანაბარი რაოდენობით აიღეთ იოდი, თაფლი, ქაფურის ზეთი და ღორის ქონი. ყოველივე ეს წყლის აბაზანაზე მოათავსეთ, ურიეთ და მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე. ამ მასით (სანამ გაცივდება) დაიზილეთ გულმკერდი და ზურგი. 2-3 დღიანი პროცედურის შემდეგ ხველა დაგიამდებათ.
თუ მშრალი კანის გამო ქუსლებზე ნახეთქები გაგიჩნდათ, მაშინ ძილის წინ ფეხები დაიბანეთ, ღორის ქონი სქლად წაისვით, პოლიეთილენით შეიხვიეთ და ბამბის წინდები ჩაიცვით. ეს პროცედურა 2 კვირის მანძილზე გაიკეთეთ. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ნახეთქები სოკოვანი დაავადებით არ არის განპირობებული.
ბატის ცხიმი
საუკეთესო საშუალებაა არა მარტო გაცივების, არამედ კანზე პრობლემების დროსაც. სამკურნალო ცხიმებს შორის ის ყველაზე მსუბუქი და "ფაფუკია".
ძლიერი ყინვის დროს, ქუჩაში გამოსვლის წინ, ტანსაცმლით დაუფარავი ნაწილების მოყინვისაგან დასაცავად ბატის ცხიმის თხელი ფენა წაისვით.
აქერცვლისა და ნახეთქების დროს ტუჩები ევკალიპტისა და გვირილის ნაყენით (თითო-თითო ჩაის კოვზი ჩაყარეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში და გააჩერეთ 15 წუთი) დაიბანეთ, შემდეგ ბატის ქონი წაისვით. ასე მოიქეცით დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის დროს პომადა არ იხმაროთ.

ალტერნატიული ჩინური მედიცინა

    ალტერნატიული ჩინური მედიცინით დიაგნოსტიკა საქართველოში რამოდენიმე წლის წინ დაიწყო და თავიდანვე საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩინური მედიცინა კლასიკური დასავლური მედიცინისგან განსხვავდება, მისი მეთოდებით მკურნალობა ხდება ქრონოკული და არა მწვავე დაავადებების დროს. ყველაზე გავრცელებული მკურნალობის მეთოდებია აკუპუნქტურა, სუჯოკოთერაპია და ჰომეოპათიით მკურნალობა.
    ჩინური მედიცინის, სუჯოკოთერაპიის სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის დოქტორის, ანდრო სამხთოაშვილის თქმით, საზოგადოების მხრიდან მკურნალობის პროცედურების მოთხოვნა დიდია და ამ მეთოდით მკურნალობას მხოლოდ დადებითი შედეგები მოაქვს. თუმცა საქართველოში ნაკლებად იცნობენ და ენდობიან. ყველა პაციენტისთვის მკურნალობის პროცედურა ინდივიდუალურად ინიშნება და ის შეიძლება არანაკლებ 6-7 დღეს მოიცავდეს. მისი თქმით პაციენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია თუმცა რაიმე სახის კვლევა არ ჩატარებულა. მისი თქმით ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ სფეროს განვითარებისთვის რაიმე ღონისძიების განხორციელება არასდროს ჩატარებულა და შესაბამისად კლინიკების უმეტესობას, ფუნქციონირება თავისი ძალებით უწევთ.
ალტერნატიული ჩინურ მედიცინის ერთერთი მეთოდით, აკუპუნქტურით მკურნალობის დროს ხდება ორგანიზმში დისბალანსის აღდგენა სპეციალური ბიოაქტიური წერტილების გაღიზიანებით, ნემსით, ლაზერით ან ელექტრონული დენით. რეფლექსოთერაპიით ორგანიზმიდან გამოიყოფა ინტერფერონი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხასიათდება დადებითი ეფექტით და უარყოფით გვერდით მოვლებნებს არ იწვევენ. ასევე იწვევს ორგანიზმიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ჰორმონების გაძლიერებულ გამოყოფას, რომლებიც მოქმედებენ იმუნიტეტის სისტემაზე.
    სუჯოკოთერაპიის მეთოდით დაავადების მკურნალობა ხდება მტევნებზე ნემსოთერაპიით და სხვადასხვა მცენარეული თესლების საშუალებით. პირობითად კი ორგანიზმს განიხილავენ, როგორც მიკროფარმაცევტულ ქარხანას, სადაც უწყვეტად მიმდინარეობს სასიცოცხლო ენერგიის განახლება და მისი შენარჩუნება. გამოყოფა ხდება ყველა იმ ნივთიერებების, რომლებიც იცავენ ორგანიზმს შინაგანი და გარეგანი მავნე ფაქტორებისგან.
    რეფლექსო თერაპიის დოქტორი, თეიმურაზ მიქაბერიძის თქმით ჩინური მეთოდით მკურნალობისას უარყოფითი შედეგები თითქმის გამორიცხულია. მკურნალობა, მიმართულია კომპექსურ გამოჯანმრთელებაზე. მისი თქმით მედიცინის ამ სფეროს ნაკლები ყურადღება ეთმობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების განყოფილებამ ინტერვიუზე უარი განაცხადა. მათი თქმით, რომ თუ ექიმი ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს შეუძლია საქმიანობა აწარმოოს, ლიცენზირების გაცემის განყოფილებიდან ლიცენზია ალტერნატიული ჩინური მედიცინის მედიკოსებზე არ ვრცელდება. საქმიანობის დაწყება შესაძლებელია საგადასახადოში რეგისტრაცის გავლის შემდეგ.
    ჩინური მედიცინის მეთოდით მკურნალობა ხდება ისეთ ქრონიკულ დაავადებებზე, რომელიც მწავე არ არის. ერთერთი პაციენტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ მეთოდით მან ჩაიტარა კურსი. დიაბეტის და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებდა. რამოდენიმე კურსის გავლის შემდეგ დადებითი უკუჩვენება არ ქონია მხოლოდ დროებითი დადებითი შედეგი ქონდა. თუმცა მისი თქმით ის აპირებს იგივე კურსის ჩატარებას რადგან მკურნალობა უფრო იაფია და სპეციალური წამლების მიღებას არ საჭიროებს.
    ტრადიციული ჩინური მედიცინის ისტორია საუკუნეების წინ დაიწყო და ის ვითარდება დღემდე. ტრადიციული მედიცინით მკურნალობა ძირითადად დაკავებულია ადამიანის ჯანმრთელობის კომპლექსურ გამოჯანმრთელებაზე. მეთოდები არის ბუნებრივი და გარკვეული დაკვირვების საფუძველზე იწყება მკურნალობა. მკურნალობა სქემის მიხედვით მიმდინარეობს და წრიულადაა განალაგებული, ესენია: წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და ლითონი.

რა არის მედიცინა?

მედიცინა  არის  მეცნიერული  ცოდნისა და პრაქტიკულ  ღონისძიებათა  სისტემა,რასაც  მიზნად ისახავს ადამიანის  დაავადებათა  გამოცნობას,მკურნალობასა და  პროფილაკტიკას,მისი  ჯამრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას,გაუმჯობესებას და სიცოცხლის განხაგრძლივებას.         
      მედიცინის  განვითარების დონე ,სამედიცინო  საქმიანობის    შინაარსი  და  მეთოდები  განისაზღვრება  ცხოვრების მატერიალური  პირობებით,საზოგადოების  წყობით,კულტურით,საერთო დონით,ბუნებისმეტყველების,პირვე  რიგში  ბიოლოგიური  დისციპლინებისა   და  ტექნოლოგიური  განვითარებით. თანამედროვე  მედიცინა  არის  ცოდნის  ერთიანი  მეცნიერული  სისტემა,რასაც  საფუძვლად  უდევს  ბიოლოგია  და გამოყეებითი  მეცნიერების  მღწევები.მედიცინას  პირობითად  ყოფენ  თეორიულ  და  პრაქტიკულ  მედიცინად.
         თეორიული  მედიცინა აერთიანებს სამედიცინო-ბიოლოგიური  დისციპლინებს.ადამიანის სხეულის აგებულებას შეისწავლის ანატომია,პისტოლოგია,ციტოლოგია,ორგანიზმის ფუნქციების და მოქმედების  კანონზომიერებებს-ფიზიოლოგია,ბიოქიმია  და ბიოფიზიკა,ავადმყოფური  პროცესების  წარმოშობას,განვითარებას,მიმდინარეობას და გამოსვლას-პათოლოგია,პათოლოგიური ფიზიოლოგია.ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო  საშუალებების  სამკურნალო  და ტოქსიკური მოქმედებას-ფარმაკოლოგია.
      პრაქტიკული  მედიცინა აერთიანებს  კლინიკურ  სამედიცინო-სოციოლოგიურ  ჰიგიენურ  დისციპლინათა  ჯგუფებს.კლინიკური  დისციპლინები შეისწავლის  ადამიანის დაავადებათა დიაგნოსტიკას,მკურნალობასა  და პროფილაკტიკას სამედიცინო  სოციოლოგიური და ჰიგიენური  დისციპლინები შეისწავლის  ადამიანის  ორგანიზმზე  სოციოლოგიური და ბუნებრივი გარემოს  ზემოქმედებას.ამ ჯგუფიდან წამყვანია სოციალური ჰიგიენა,ჯამრთელობის  დაცვა ,სამედიცინო  გეოგრაფია.ჰიგიენურ  დისციპლინებს  განეკუთნება  ზოგადი  ჰგიენა,ბავშვთადა მოზარდთა ჰიგიენა  კვების  ჰიგიენა.
   მედიცინა  და  მისი  დარგების  დაყოფა  ცალკეულ დისცპლინებად ერთობ პირობითია.