1) მარილების დაგროვების დროს:
- 25 გ კოწახურის ქერქს დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი. გააჩერეთ 10 დღე ბნელ ადგილას. მიიღეთ 30 წვეთი 3-ჯერ დღეში. ფეხმძიმეებმა ეს ნაყენი არ უნდა გამოიყენონ.
- 1ჩ/ჭ დაქუცმაცებულ წითელი მოცვის ფოთლებს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, 1 საათი გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე. მარილებს შველის ასევე ნედლი მოცვი ან მოცვის მურაბა.
კბილის ტკივილის დროს:
1. 1 ს/კ სალბის ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გაწურეთ და თბილი ნაყენი გამოივლეთ. პროცედურა გაიმეორეთ 3-5-ჯერ, 30 წუთის განმავლობაში.
ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ბეგქონდარას, მრავალძარღვას ან გვირილის ნაყენი და გამოივლოთ თბილი.
2. 1 ს/კ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 15-20 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე; გააგრილეთ და გამოივლეთ.
3. ყინულის ნატეხი გაახვიეთ ქსოვილში და დაიდეთ ლოყაზე რამდენიმე წუთით. სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს და ტკივილი ყუჩდება.
4. არ შეიძლება მტკივნეულ კბილზე სპირტიან ხსნარში ან ეთილის სპირტში დასველებული ბამბის ტამპონის დადება - ეს გამოიწვევს ღრძილების დამწვრობას.
2) ნევროზთან ბრძოლის ხალხური საშუალებები:
გულ-სისხლძარღვთა ნევროზის დროს, შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით გვირილა, პიტნა, კამა, კვლიავი და კატაბალახას ფესვები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დადგით ნახევარი საათით. დღის განმავლობაში დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი.
ვეგეტონევროზის დროს, 1 სადილის კოვზ წითელი კუნელის მარცვლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.
ნევრალგიის დროს, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს გვირილის, დიდგულასა და იასამნის ყვავილები. დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ გაწურეთ. დალიეთ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ.
უძილობის დროს დამამშვიდებელ საშუალებად შეგიძლიათ შემდეგი ნაყენი მიიღოთ: 2 სადილის კოვზ სვიას დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ასევე, უძილობის დროს, 1 ჩაის კოვზ ბარამბოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ქერქი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კატაბალახას წვეთები და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, დღეში 2-ჯერ, თაფლთან ერთად.
3) როგორ ვუმკურნალოთ გაცივებას და რას გვირჩევს ხალხური მედიცინა?
ხალხურ მედიცინაში ყველაზე ხშირად ღორის მუცლის ქონი გამოიყენება. მისგან ეფექტურ მალამოს ამზადებდნენ - უმატებდნენ ფიჭვის წიწვებს, კანიფოლს, ცვილსა და პროპოლისს და ძნელად შეხორცებად ჭრილობაზე იდებდნენ.
ძლიერ ხველას შემდეგნაირად დამზადებული მალამო შველის: თანაბარი რაოდენობით აიღეთ იოდი, თაფლი, ქაფურის ზეთი და ღორის ქონი. ყოველივე ეს წყლის აბაზანაზე მოათავსეთ, ურიეთ და მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე. ამ მასით (სანამ გაცივდება) დაიზილეთ გულმკერდი და ზურგი. 2-3 დღიანი პროცედურის შემდეგ ხველა დაგიამდებათ.
თუ მშრალი კანის გამო ქუსლებზე ნახეთქები გაგიჩნდათ, მაშინ ძილის წინ ფეხები დაიბანეთ, ღორის ქონი სქლად წაისვით, პოლიეთილენით შეიხვიეთ და ბამბის წინდები ჩაიცვით. ეს პროცედურა 2 კვირის მანძილზე გაიკეთეთ. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ნახეთქები სოკოვანი დაავადებით არ არის განპირობებული.
ბატის ცხიმი
საუკეთესო საშუალებაა არა მარტო გაცივების, არამედ კანზე პრობლემების დროსაც. სამკურნალო ცხიმებს შორის ის ყველაზე მსუბუქი და "ფაფუკია".
ძლიერი ყინვის დროს, ქუჩაში გამოსვლის წინ, ტანსაცმლით დაუფარავი ნაწილების მოყინვისაგან დასაცავად ბატის ცხიმის თხელი ფენა წაისვით.
აქერცვლისა და ნახეთქების დროს ტუჩები ევკალიპტისა და გვირილის ნაყენით (თითო-თითო ჩაის კოვზი ჩაყარეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში და გააჩერეთ 15 წუთი) დაიბანეთ, შემდეგ ბატის ქონი წაისვით. ასე მოიქეცით დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის დროს პომადა არ იხმაროთ.
No comments:
Post a Comment