Saturday, June 4, 2011

სასწაული შედეგები მედიცინაში

გასულ საუკუნეში მედიცინა ძალიან განვითარდა და ისეთი ოპერაციების ჩატარება გახდა შესაძლებელი რასაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა. მაგალითად, გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც პირველად 1967 წლის 3 დეკემბერს გააკეთა სამხრეთ აფრიკელმა ექიმმა  კრისტიან ბერნარდმა. მართალია პაციენტმა სულ რაღაც 18 დღე იცოცხლა ოპერაციის შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა ოპერაციების გაკეთება მაინც გაგრძელდა და   წარმატებულადაც – პაციენტები წლების მანძილზე ცოცხლობდნენ გადანერგილი გულით.

ექიმი ბერნარდი თავის მასწავლებლად რუს მეცნიერს, ვლადიმერ დემიხოვს მიიჩნევდა, რომელიც ზოგადად ტრანსპლანტაციის ფუძემდებლად ითვლება. დემიხოვმა 1954 წელს, ტრანსპლანტაციის შედეგად მიღებული ორთავიანი ძაღლი წარუდგინა საზოგადოებას. (ბევრში შეიძლება პროტესტს იწვევდეს ძაღლებზე მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება, მაგრამ მეცნიერება მსხვერპლს მოითხოვსო.) ძაღლის ორივე თავი კარგად გამოიყორებოდა, იღებდა საკვებს, რეაგირებდა გარშემო მყოფ ადამიანებზე. თავები ერთმანეთსაც კი ეთამაშებოდნენ.(!) ძაღლმა ორ თვემდე იცოცხლა. ექიმის კვლევებმა რამდენადაც დიდი აღიარება მოიპოვა უცხოეთში, იმდენად არ წყალობდნენ საბჭოთა კავშირში ქვეყნის მეთაურები. მას ნორმალური ლაბორატორიაც არ ჰქონია, მრავალ საათიან ოპერაციებს ჩაბნელებულ და უჰაერო სარდაფში ატარებდააქამდე ცოტა უფრო ადრე, 1928 წელს, სერგეი ბრიუხონენკომ ძაღლის მოჭრილი თავი გააცოცხლა. დაუჯერებელია მაგრამ მოჭრილი თავი ენას ყოფს და პირს ილოკავს. თავდ იხილეთ თუ არ გჯერათ..

ოსკარი-მედიცინის სასწაული

31 წლის ესპანელმა გლეხმა, რომელმაც თავი ხალხს როგორც ოსკარი ისე გააცნო, 5 წლის წინათ უბედური შემთხვევის შედეგად დაისახიჩრა სახე.მას არ შეეძლო სუნთქვა, ყლაპვა და საუბარი :( მაგრამ მარტში მას ჩაუტარდა ოპერაცია,რომელიც მიმდინარეობდა 24 საათის განმავლობაში და მასზე მუშაობდა 30 ექიმისგან შემდგარი გუნდი. გადაუნერგეს კანი, კუნთები, ქუთუთოები, ტუჩები, ზედა ყბა, კბილები, ღაწვის ძვლები და ქვედა ყბა.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და გუშინ 26 ივლისს ის პირველად გამოჩნდა ტელეკამერების წინ,როგორც თავად თქვა, არის ძალიან ბედნიერი და მადლობა გადაუხადა ექიმებს, დონორებს და განსაკუთრების იმ დონორ მამაკაცს,  ვისი სახეც მან მიიღო.
მაგრამ ექიმები ირწმუნებიან , რომ მისი სახე არ არის ამ მამაკაცის იდენტური (დონორის ვიანობა არ სახელდება). ოსკარს უკვე შეუძლია საუბარი, სითხეების მიღება და ჭამა. მისმა ოჯახმა განაცხადა , რომ მოუთმენლად ელიან როდის დაბრუნდება ოსკარი, ისადილებს მათთან ერთად ,ითევზავებს და ინადირებს როგორც ადრე. ოსკარს გარს ახვევია პროფესიონალი ექიმებისგან შემდგარი გუნდი , ისინი იმედოვნებენ, რომ ოსკარი შეძლებს გააკეთოს მარტივი ყოველდღიური მოქმედებები.
მას უტარდება მეტყველების თერაპია, ფიზიოთერაპიის და სახის თერაპია. ექიმები იმედოვნებენ, რომ თერაპიები დაეხმარება ოსკარს სახის კუნთების გაუმჯობესებაში და 12-18 თვეში მას შეეძლება სახით ნებისმიერი მიმიკის მიღება.
ექიმი ბარეტი აღნიშნავს იმ ფაქტს , რომ ოპერაციამდე ოსკარმა განიცადა მთელი რიგი რეგრესიისა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად,  შედეგი აღმოჩნდა შთამბეჭდავი და მას მალე შეეძლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს ნებისმიერი სრულფასოვანი ადამიანი.


No comments:

Post a Comment