Saturday, June 4, 2011

სასწაული შედეგები მედიცინაში

გასულ საუკუნეში მედიცინა ძალიან განვითარდა და ისეთი ოპერაციების ჩატარება გახდა შესაძლებელი რასაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა. მაგალითად, გულის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც პირველად 1967 წლის 3 დეკემბერს გააკეთა სამხრეთ აფრიკელმა ექიმმა  კრისტიან ბერნარდმა. მართალია პაციენტმა სულ რაღაც 18 დღე იცოცხლა ოპერაციის შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა ოპერაციების გაკეთება მაინც გაგრძელდა და   წარმატებულადაც – პაციენტები წლების მანძილზე ცოცხლობდნენ გადანერგილი გულით.

ექიმი ბერნარდი თავის მასწავლებლად რუს მეცნიერს, ვლადიმერ დემიხოვს მიიჩნევდა, რომელიც ზოგადად ტრანსპლანტაციის ფუძემდებლად ითვლება. დემიხოვმა 1954 წელს, ტრანსპლანტაციის შედეგად მიღებული ორთავიანი ძაღლი წარუდგინა საზოგადოებას. (ბევრში შეიძლება პროტესტს იწვევდეს ძაღლებზე მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება, მაგრამ მეცნიერება მსხვერპლს მოითხოვსო.) ძაღლის ორივე თავი კარგად გამოიყორებოდა, იღებდა საკვებს, რეაგირებდა გარშემო მყოფ ადამიანებზე. თავები ერთმანეთსაც კი ეთამაშებოდნენ.(!) ძაღლმა ორ თვემდე იცოცხლა. ექიმის კვლევებმა რამდენადაც დიდი აღიარება მოიპოვა უცხოეთში, იმდენად არ წყალობდნენ საბჭოთა კავშირში ქვეყნის მეთაურები. მას ნორმალური ლაბორატორიაც არ ჰქონია, მრავალ საათიან ოპერაციებს ჩაბნელებულ და უჰაერო სარდაფში ატარებდააქამდე ცოტა უფრო ადრე, 1928 წელს, სერგეი ბრიუხონენკომ ძაღლის მოჭრილი თავი გააცოცხლა. დაუჯერებელია მაგრამ მოჭრილი თავი ენას ყოფს და პირს ილოკავს. თავდ იხილეთ თუ არ გჯერათ..

ოსკარი-მედიცინის სასწაული

31 წლის ესპანელმა გლეხმა, რომელმაც თავი ხალხს როგორც ოსკარი ისე გააცნო, 5 წლის წინათ უბედური შემთხვევის შედეგად დაისახიჩრა სახე.მას არ შეეძლო სუნთქვა, ყლაპვა და საუბარი :( მაგრამ მარტში მას ჩაუტარდა ოპერაცია,რომელიც მიმდინარეობდა 24 საათის განმავლობაში და მასზე მუშაობდა 30 ექიმისგან შემდგარი გუნდი. გადაუნერგეს კანი, კუნთები, ქუთუთოები, ტუჩები, ზედა ყბა, კბილები, ღაწვის ძვლები და ქვედა ყბა.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და გუშინ 26 ივლისს ის პირველად გამოჩნდა ტელეკამერების წინ,როგორც თავად თქვა, არის ძალიან ბედნიერი და მადლობა გადაუხადა ექიმებს, დონორებს და განსაკუთრების იმ დონორ მამაკაცს,  ვისი სახეც მან მიიღო.
მაგრამ ექიმები ირწმუნებიან , რომ მისი სახე არ არის ამ მამაკაცის იდენტური (დონორის ვიანობა არ სახელდება). ოსკარს უკვე შეუძლია საუბარი, სითხეების მიღება და ჭამა. მისმა ოჯახმა განაცხადა , რომ მოუთმენლად ელიან როდის დაბრუნდება ოსკარი, ისადილებს მათთან ერთად ,ითევზავებს და ინადირებს როგორც ადრე. ოსკარს გარს ახვევია პროფესიონალი ექიმებისგან შემდგარი გუნდი , ისინი იმედოვნებენ, რომ ოსკარი შეძლებს გააკეთოს მარტივი ყოველდღიური მოქმედებები.
მას უტარდება მეტყველების თერაპია, ფიზიოთერაპიის და სახის თერაპია. ექიმები იმედოვნებენ, რომ თერაპიები დაეხმარება ოსკარს სახის კუნთების გაუმჯობესებაში და 12-18 თვეში მას შეეძლება სახით ნებისმიერი მიმიკის მიღება.
ექიმი ბარეტი აღნიშნავს იმ ფაქტს , რომ ოპერაციამდე ოსკარმა განიცადა მთელი რიგი რეგრესიისა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად,  შედეგი აღმოჩნდა შთამბეჭდავი და მას მალე შეეძლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს ნებისმიერი სრულფასოვანი ადამიანი.


ამოუხსნელი ფენომენები


დღეს მსოფლიო მეცნიერება საკმაოდ წინ არის წასული და ასე თუ ისე უამრავი მიღწევები გვაქ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა არსებობს მეცნიერებისთვის აუხსნელი ფენომენები, რომლებიც არც-ერთ დღევანდელ კანონს და დღეისთვის ჩვენთვის ნაცნობ კანონებს არ ექვემდებარება სწორედ ასეთ მოვლენებს ვეძახით ფენომენებს ამ სტატიაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებ მსოფლიოს მეცნიერებისთვის ტოპ 10 აუხსნელ მოვლენას….
10. სხეულისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან. (The Body/Mind Connection)
სამედიცინო მეცნიერებისთვის ჯერ კდიევ აუხსნელია ადამიანის სხეულისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან და გონების ზეგავლენა სხეულზე. პლასებოს ეფექტი (placebo effect) ნათლად გვიჩვენებს ადამიანის გონების უნიკალურ შესაძლებლობებს ანუ იმას თუ როგორ შეულია ადამიანს ყოველგვარი სამედიცინო დახმარების მიღების გარეშე უმკურნალოს საკუთარ თავს. თვითმკურნალობის ეს მეთოდი (დაჯერების მეთოდი) მსოფლიო თანამედროვე მედიცინას სრულად ჩრდილავს, მიუხედავად ყველაფრისა მსოფლიო მედიცინა უძლურია მოაქციოს ეს მოვლენა რაიმე მეცნიერულ კანონში.

9. ადამიანის ფსიქიკა და ექსტრა სენსორული აღქმის უნარები (Psychic powers and extra-sensory perception (ESP))
ეს აუხსნელი ფენომენი რასაც ფსიქიკის ძალა ქვია ამ რეიტინგში ყოფნას მხოლოდ იმის გამოც კი იმსახურებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი განიცდის ასეთ ფენომენებს საკუთარ თავზე. მეცნიერებს მიაჩნიათ რომ ინტუიცია (ჩვენი სიით #3) ასევე არის ფსიქიკის ნაწილი. მეცნიერები ცდილობენ გამოიკვლიონ ადამიანები რომლებთან აქვთ ფსიქიური ძალები, მაგრამ ამ კვლევების შედეგები უიმედოა და არაფრის მომცემი. ამის გამო ზოგიერთი მეცნიერი სკეპტიკურად თვლის, რომ ადამიანის ამოუცნობი ძალების კვლევა შეუძლებელია.
8. სიცოცხლის ბოლო წუთები და ცხოვრება სიკვდილის შემდეგ (Near-Death Experiences and Life After Death)
ადამიანები, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს (კლინიკური სიკვდილ განცდილი ადამიანები) ხანდახან იტყობინებიან ხოლმე მისტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც მათ დაინახეს, როდესაც მათმა სულმა სხეული დატოვა. მაგალითად – სიარული გვირაბში რომლის ბოლოსაც სინათლე მოსჩანს, ან შეხვედრა – შეერთება მის საყვარელ ადამიანთან. ანდაც სიმშვიდის აუღწერელი შეგრძნება. ამ ყველაფერმა ადამიანს გაუჩინა დიდი ინტერესი თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ამის გაგება მეცნიერებისთვის ალბათ ყოველთვის გაუგებარი გახდება – გასაგები მიზეზების გამო. მიუხედავად ამ უცნაური ინფორმაციებისა რომლებსაც სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანები გვატყობინებენ, ამ ინფორმაციას არანაირი ძალა არ აქვს რადგანაც ექიმების აზრით ასეთი რამ შეიძლება მათ მართლაც ნახონ, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ პოსტტრამვულმა შოკმა გამოიწვიოს ან უბრალოდ შეგვილია მათ ჰალუზინაციებსაც მივაწეროთ.
7. ამოუცნობი მფრინავი ობიექტები – უცხოპლანეტელები (UFOs-Unidentified Flying Objects)
დღეისათვის უმეტესობა ადამიანებისთვის ეჭვს აღარ იწვევს ფაქტი, რომ არსებობენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, უამრავ ადამიანს მთელ მსოფლიოში პირადად ყავს დანახული მფრინავი ობიექტი, რომელიც არანაირ დედამიწისებურ მფრინავ საშუალებას არ ჰგავდა, მათ უმეტესობას ასეთი მფრინავი ობიექტები კამერებზეც კი ყავთ დაფიქსირებული… მაგრამ ამით არ მტკიცდება, რომ ეს მფრინავი ობიექტები აუცილებლად სხვაპლანეტელების არის. მეცნიერების დღევანდელი შედეგებით დედამიწამდე, რომ მოაღწიოს ნებისმიერმა ობიექტმა ამისთვის უზარმაზარად დიდი დისტანციის დაფარვაა საჭირო და რადგანაც ჩვენ არ გვაქ შესაძლებლობები გავაწღწიოთ ჩვენი გალაკტიკიდან ვთვლით, რომ არც სხვებს ექნებათ რაიმე შესაძლებლობები მოვიდნენ ჩვენთან, ამ აზრზს ბევრი ეთანხმება და ამ მიზეზის გამო არ სჯერათ UFO-ების.
6. Deja vu – მე ეს უკვე ნანახი მაქვს..
“Deja vu” – ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს “მე ეს უკვე ნანახი მაქვს” ადამიანები ამ სიტყვას ვაიგივებთ განსხვავებულ, ამოუცნობ და მისტერიულ გრძნობასთან, რომელიც გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ჩვენ მოვლენები რომლებსაც ახლა ვხედავთ უკვე ნანახი გვაქვს. მაგალითად : ქალი რომელიც დადის შენობაში, დავუშვათ სხვა ქვეყანაში, რომელშიც პირველად ჩავიდა, მაგრამ ის გრძნობს, რომ ეს ადგილი მისთვის ძალიან ინტიმურია და ახლობელი. ზოგიერთი ადამიანი ამ ფაქტს მიაწერს “წინა ცხოვრები-ს” ვერსიას ანუ დავუშვათ ადამიანს ქონდა წინა ცხოვრება (სხვა სიცოცხლე) რომელშიც ეს ადგილი მისთვის დაუვიწყარი დარჩა. ადამიანის ფსიქოლოგიაში ეს ფენომენი უფრო ნატურალისტიკურად არის ახსნილი და მას “ინტუიციას” მიაწერენ, მაგრამ არც ეს ახსნა არის სრულყოფილი და ეს მოვლენა ამოუცნობ ფენომენად რჩება
5. მოჩვენებები – Ghosts
უამრავი ადამიანი ამბობს, რომ მან დაინახა ის რაც არ უნდა დაენახა, დაიანახა რაღაცა რომელიც სხვებმა ვერ დაინახეს, ბევრ ადამიანს მოჩვენებებთან საუბარიც კი ჰქონია ბევრი შეხებია კიდეც მოჩვენებებს, ეს სისულელე არაა ეს უკვე ფაქტია უამრავი სურათი არსებობს რომელზეც ჩანს უცნაური ობიექტები, რომლებიც სურათის გადაღების მომენტში იქ არ ყოფილა. ბევრი ადამიანი კი უბრალოდ ტრაგიკულად დაკარგულ შეყვარებულს ან ოჯახის წევრს ხედავს. მოჩვენებებ თავისი მკვლელავრების ყავთ (Ghost investigators ) რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ გარდაცვლილ ადამიანს შეუძლია კავშირი დაამყაროს ცოცხალთან და ამით ბოლო მოუღონ ამ ამოუცნობი ფენომენის არსებობას

4. ადამიანების გაუჩინარება – Mysterious Disappearances
მსოფლიოში უამრავი შემთხვევა არსებობს როდესაც ადამიანები უბრალოდ ქრებიან. ზოგს იტაცებენ, ზოგი ავარიისას ქრებიან არიან ისეთებიც, რომლებსაც მოულოდნელად პოულობენ კიდეც. მაგრამ ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ვერ გაურკვევიათ რა მოხდა და სად გაქრა ადამიანი როდესაც არანაირი ფაქტი ან არანაირი სამხილი არ დარჩენილა გაუჩინარების ადგილას. სწორედ ასეთი ფაქტები ხდება ფენომენი…
3. ინტუიცია (Intuition)
ინტუიცია ანუ მეექვსე გრძნობა როგორც მას მეორენაირად ეძახიან. არ არსებობს ადამიანი რომელსაც ინტუიცია ერთხელ მაინც არ შეეგრძნო, გამოეცადა საკუთარ თავზე. (რამნეჯერ გქონიათ ინტუიცია, როდესაც თქვენი ტვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში ხვდებ, რომ დაიღუპებით?) ანუ ამით მინდა ხაზი გაუსვა, რომ ხშირად ეს მეექვსე გრძნობა, რომელიც ითვლება ადამიანის დამხმარედ ხანდახან ცდება. მიუხედავად ამისა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტუიცია უმეტეს წილათ მართალია. ფსიქოლოგების აზრით ადამიანი თავისდა უნებლიედ აგროვებს ინფორმაციას მის გარშემო, შემდეგ ეს ინფორმაცია შეიძლება გადაიზარდოს ისეთ გრძნობაში, რომ თითქოს ჩვენ ვიცით რაღაცა ინფორმაცია, რომელიც წესით ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ რადგან არასდროს ის არ გვისწავლია ან არ ვიცით ასე იქნება თუ არა. ან უბრალოდ რატომ ვიცით იგი? ინტუიციის რეალურად შესწავლა ძალიან ძნელია და ფაქტიურად შეუძლებელია მეცნიერებისთვის პასუხი შეილება ვეძიოთ ადამიანის ფსიქოლოგიაში.

2. თოვლის კაცები, დიიდი ადამიანები უბრალოდ ამოუცნობი არსებები (Bigfoot)
ტყეებში სალაშქროდ გასულებს რამდენჯერ გინახიათ უცნაური(ზომით) ნაკვალევები, ან რამდენი კბილი და ძვალია ნაპონი, რომელიც არცერთ ცხოველს არ მიესადაგება. მიუხედავად იმისა რომ არსებობს ეჭვი ტყეში მცხოვრები ადამიანის მსგავსი არსებების შესახებ არასდროს ისინი არ დაუჭერიათ, არცერთის გარდაცვილი ნეშტი არ გვინახია არასდროს მანქანას არ გაუტანია არც ერთი მათგანი არც მონადირებს მოუკლიათ. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს პირადად არ გვინახია ასეთი რამ მაგრამ გვინახავ მისტერიული ფოტოები და ფილმები, მეცნიერები მაინც ვერ უარყოფენ რომ არ არსებობს Bigfoot-ის ან ჩრდილო ამერიკის Loch Ness Monster-ის ნაირი არსებები.
1. უცნაური ხმები (The Taos Hum)
New Mexico-ს ერთ პატარა ქალაქში სახელად – Taos -არსებობს უამრავი ფაქტი და მოსახლეობის ინფორმაცია, რომ მათ უდაბნოდან ესმით ხოლმე დაბალ სიხშირეზე მომავალი ხმები. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს რაღაც უცნაური აკუსტიკაა. ზოგიერთი ფიქრობს რომ ეს უბრალოდ წყევლაა. მიუხედავად ამისა თუ გარკვეულ პერიოდს დაყოფთ ამ ქალაქში თქვენც შეიძლება გაიგონოთ ეს უცნაური ხმები. მიუხედავად ყველაფრისა დღეისთვის მაინც ყველსათვის დაუდგენელია ამ ხმების წარმოშობა და მეცნიერები უძლურები არიან.

ტრანსპლანტაცია საქართველოში

ტრანსპლანტოლოგია [ლათ. transplantatio - გადარგვა, გადანერგვა და ბერძ. ლოგოს - მოძღვრება] მედიცინის დარგია, რომელიც სწავლობს სხვადასხვა ორგანოს (თირკმლების, გულის, ღვიძლის…) ტრანსპლანტაციას.
ტრანსპლანტოლოგია – თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული დარგია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქირურგიის, რეანიმატოლოგიის, ანესთეზიოლოგიის, იმუნოლოგიის, ფარმაკოლოგიისა და სხვა სამედიცინო-ბიოლოგიური მეცნიერების უახლეს მიღწევებს. ეფუძნება მაღალ სამედიცინო ტერმინოლოგიებს.
ტრანსპლანტაციატრანსპლანტოლოგიის, როგორც დარგის განვითარების დასაწყისად 1954 წელი ითვლება, როცა ამერიკელმა ქირურგებმა თირკმლის პირველი გადანერგვა განახორციელეს.
რომელი ორგანოების ტრანსპლანტაცია წარმოებს საქართველოში, როგორ ხდება დონორის შერჩევა და, კერძოდ, სად ტარდება ეს ოპერაცია? ამასთან დაკავშირებით “ამბიონს” ესაუბრება ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიური ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორი – პროფესორი
არჩილ ჩხოტუა:
რისი გადანერგვა ხდება საქართველოში?
დღეისათვის საქართველოში ორგანოებიდან – თირკმლის, ქსოვილებიდან კი რქოვანა გარსის ტრანსპლანტაცია წარმოებს.
თირკმლის ტრანსპლანტაცია ძირითადად ცოცხალი მონათესავე დონორებისგან ხდება, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით, ორგანოების ტრანსპლანტაცია დაშვებულია როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი დონორებისაგან. ეს პროგრამა ჯერჯერობით არ მუშაობს. საქართველოში გარდაცვლილი დონორებიდან ორგანოების ტრანსპლანტაცია არ დაწყებულა.

ცოცხალი დონორებიდან მხოლოდ თირკმლის ტრანსპლანტაცია წარმოებს. რქოვანა გარსის აღება, ბუნებრივია, არ არსებობს საქართველოში. მისი ყიდვა და შემოტანა საზღვარგარეთიდან ხდება, რადგან რქოვანა გარსის აღებისათვის გარდაცვლილი დონორია საჭირო.
როგორ ხდება დონორის შერჩევა?
დონორის შერჩევა საქართველოში არსებული კანონმდებლობის მიხედვით ხდება. არსებობს კანონი “ორგანოთა და ქსოვილთა გადანერგვის შესახებ”, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მიღებულია 2000 წელს. იქ ზუსტად არის გაწერილი ამ სფეროს მარეგულირებელი მექანიზმები. კანონში აღწერილნი არიან პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენ დონორები, გაიღონ ორგანო, ან ქსოვილი.
დონორი შეიძლება იყოს: ოჯახის წევრი, უახლოესი ნათესავი, ასევე, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი. არანათესავებიდან შესაძლებელია კანონიერ ქორწინებაში მყოფი მეუღლე. საქართველოს პარლამენტმა შარშარ დაუმატა მეუღლის იგივე ნათესაობა, რაც პაციენტის დონორების ჩამონათვალში იყო. ესენი არიან ის დაშვებული პირები, რომლებიც შესაძლებელია, რომ იყვნენ დონორები. მას შემდეგ, რაც კანონით დაშვებული ჩამონათვალიდან მსურველი გამოჩნდება, ამ დონორის გამოკვლევა წყდება. პირველად სისხლის ჯგუფის დადგენა ხდება. არ არის აუცილებელი სისხლის ჯგუფი იდენტური იყოს. მთავარია შეთავსებადი გახლდეთ. მაგალითად, პირველმა ჯგუფმა შეიძლება ორგანო მისცეს ნებისმიერ დანარჩენ სამ ჯგუფს, მეოთხე ჯგუფმა კი – ორგანო მიიღოს ნებისმიერი სხვა ჯგუფიდან სისხლის თავსებადობის მიხედვით.
რაც სისხლის თავსებადობა დადასტურდება, ინდივიდუალურად მოწმდება იმუნოლოგიურად, ეს ორგანოები შესათავსებადები არიან თუ არა.
იმუნოლოგიური შეთავსება გვაჩვენებს, გავაგრძელოთ თუ არა შემდგომში ეს თანხვედრა. თუ იმუნოლოგიურად შეთავსებულია, შემდეგ უკვე დონორისა და რეციპიენტის გამოკვლევა იწყება ყველა იმ გამოკვლევის მეთოდით, რაც ამ დროს არის აუცილებელი და რაც არსებობს კანონში.
ოპერაცია მერყეობს დაახლოების 3-4 საათის განმავლობაში და მიმდინარეობს წარმატებით.
როგორია შედეგები?
ჩვენი შედეგები ამ ოპერაციებისა ძალიან ახლოს არის დასავლურ-ევროპულ შედეგებთან. აქ უნდა გამოვყოთ ორი ეტაპი. მნიშვნელოვანია იცოდეს აუდიტორიამ, რომ გვაქვს შედეგები დონორისა და რეციპიენტის მხრივ, ფაქტობრივად, ორი ოპერაცია ტარდება: ერთი – ორგანოს აღება, მეორე – ტრანსპლანტაცია.
დონორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დონორები გამცემი პირები არიან და მათ ოპერაცია უკეთდებათ არა სამედიცინო ჩვენებით, არამედ იმიტომ, რომ გაიღონ ორგანო და გააკეთონ კეთილი საქმე.
ყველა ჩვენი დონორი ცოცხალი ადამიანი გახლავთ, არ აქვთ თირკმლის პრობლემა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია.
შევისწავლეთ ჩვენი დონორების ფსიქოსოციალური მდგომარეობა, მათი ცხოვრების ხარისხი დონაციის შემდეგ და აღმოჩნდა, რომ დონორების ფსიქოსოციალური ვითარება ძალიან კარგია. უკეთესი, ვიდრე მათი ასაკის სხვა პირებისა, რომელთაც ეს ოპერაცია არ გაუკეთებიათ. ისინი ჯანმრთელ ადამიანებზე უკეთესად გრძნობენ თავს.
რაც შეეხება პაციენტებს, აქ სტატისტიკა იგივეა, რაც დასავლურ-ვეროპაში და განვითარებულ ცივილიზებულ ქვეყანაში.
რამდენი ხანია, რაც საქართველოში ტრანსპლანტაცია კეთდება?
საქართველოში პირველი ტრანსპლანტაციის ოპერაციები ჩატარდა 1978 წელს საბჭოთა კავშირის პერიოდში. მაშინ მოსკოვიდან ჩამოიტანეს ოთხი გარდაცვლილი დონორიდან აღებული თირკმელი. პაციენტები ქართველები იყვნენ.
პირველი ოპერაცია ქირურგიის ინსტიტუტში გაკეთდა. ამის შემდეგ, 1995 წლამდე ეს ოპერაცია არ ჩატარებულა. 1995 წელს კი ჩვენს ცენტრში შესრულდა, მაშინ იყო ა. წულუკიძის სახელობის ეროვნული ცენტრი, უროლოგიის ინსტიტუტი.
ჩვენი ფრანგი კოლეგების დახმარებით დავიწყეთ ისევ ამ ოპერაციების კეთება. თავიდან პირველი 4-5 ოპერაცია ჩავატარეთ ფრანგ კოლეგებთან ერთად და მერე გავაგრძელეთ ეს პროგრამა.
ამის შემდეგ ქირურგიის ინსტიტუტმა დაიწყო ისევ.
ჩვენს ცენტრში 2000 წლიდან გაკეთებულია 75 თირკმლის ტრანსპლანტაცია.
სად კეთდება ტრანსპლანტაცია?
2000 წლიდან ტრანსპლანტაცია კეთდებოდა ჩვენსა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ვატარებდით 2/3, ისინი – 1/3. ბოლო 2-3 წელია ქირურგიის ცენტრმა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო პროგრამა გააჩერა. ამიტომ ამ ოპერაციებს მხოლოდ ჩვენ ვაკეთებთ.
ოპერაციის შემდეგ როგორ უნდა მოიქცნენ პაციენტები?
დონორებში წარმოებს მონიტორინგი ისევე, როგორც რეციპიენტებისა, თუმცა ეს უფრო მკაცრ და მჭიდრო ვადებში. რეციპიენტებმა მუდმივად უნდა მიიღონ მედიკამენტები, რომლებსაც მათ ექიმი გამოუწერთ, ანუ ისეთი პრეპარატები, რომლებიც იმუნური სისტემის აქტიურობას თრგუნავს. სულ 2 წამალია, რომლებიც მათ მუდმივად უნდა მიიღონ მანამ, სანამ ტრანსპლანტანტი ფუნქციონირებს იმისთვის, რათა არ მოხდეს ამ ტრანსპლანტანტის მოცილება მისი ორგანიზმის მიერ. მათ უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები, რომლებიც არის მკაცრი: უნდა შეწყვიტონ თამბაქოს წევა, ნარკოტიკების მიღება და ა.შ. სხვა მხრივ, რეციპიენტები სოციალურად რეაბიტირებულნი ხდებიან. შეუძლიათ იარონ სამსახურში, დაოჯახდნენ, შვილებიც კი ეყოლოთ და ა.შ.
რეგულარულად უნდა ჩაიტარონ ანალიზები, თუ მათ დაიბარებს ექიმი.
თუ გაქვთ საერთაშორისო კონტაქტები?
ჩვენ გვაქვს სამეცნიერო, კოლეგიალური კონტაქტები. მე, პირადად, 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ისრაელის, იტალიისა და გერმანიის სამედიცინო ცენტრებში, სწორედ ტრანსპლანტოლოგიის მიმართულებით. ისინი ჩამოდიან ჩვენთან სტუმრად, ჩვენც მივდივართ მათთან. ვაკეთებთ ერთობლივ ოპერაციებს და ა.შ. კარგი ურთიერთობები გვაქვს დასავლეთ-ევროპისა და სხვა ცივილიზებულ ტრანსპლანტოლოგიურ ცენტრებთან.
არის თუ არა პერსპექტივა ღვიძლისა და გულის გადანერგავსთან დაკავშირებით?
ამ თემებზე მუდმივად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ჩვენი კოლეგები, ქირურგები, მათ შორის, ტრანსპლანტოლოგები აქტიურად ცდილობენ, რომ დაიწყონ ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა. ეს ძალიან აქტუალურია. საქართველოში ღვიძლის ციროზით დაავადებულთა რიცხვი ძალიან მაღალია. ამ დროს პაციენტს რომ შესთავაზო მეტნაკლები მკურნალობა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ამის საშუალებაც არ არის. არ არსებობს ღვიძლის ჩანაცვლების თერაპია. ეს პაციენტები, პრაქტიკულად, იღუპებიან.
ჩვენი კოლეგები მოლაპარაკებებს სხვადასხვა ტრანსპლანტოლოგებთან აწარმოებენ და გრძელდება მუშაობა. იმედია, როდესღაც დაგვირგვინდება.
უფრო იოლი იქნებოდა, გარდაცვლილი დონორებიდან დაწყებულიყო, რადგან ყველამ გარდაცვლილი დონორებიდან ააწყო ეს პროგრამა, ანუ გარდაცვლილი დონორებიდან აიღო ღვიძლი და შემდეგ უკვე – ცოცხალი დონორიდან. ცოცხალი დონორიდან ღვიძლის აღება მაღალ რისკთან არის დაკავშირებული ქირურგიული გართულებების გამო. ეს არ არის თირკმელი (ლუწი ორგანო), რომ ერთი აიღო და მეორე დარჩეს. ღვიძლი უნდა გაიყოს. ორგანიზმიდან ნახევარი უნდა აიღო და ნახევარი დაიტოვო. ეს მთელ ქირურგიულ გართულებებთან არის დაკავშირებული.
გულის გადანერგვასთან დაკავშირებული გეგმები ბავშვთა კარდიო-ქირურგიულ ცენტრში არსებობს. იმ პაციენტის მონაცემთა ბაზაც აქვთ, რომელთაც ეს ესაჭიროებათ. ჩემთვის უცნობია, იდგმება თუ არა ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯები. აქ გარდაცვლილი დონორი აუცილებელია. ისე გულს ვერ გადანერგავ, რადგან კენტი ორგანოა.
როგორც კი გარდაცვლილი დონორებიდან ორგანოების ტრანსპლანტაციის პროგრამა დაიწყება, ჩვენი კარდიოქირურგების სპეციალიზაცია, მათი ცოდნა, მათი შესაძლებლობები სრულიად დააკმაყოფილებს იმას, რომ მოკლე დროში დაიწყონ გულის ტრანსპლანტაცია.
გულის ტრანსპლანტაცია ტექნიკურად ყველაზე ადვილი შესასრულებელია სხვა ტრანსპლანტაციებთან შედარებით. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რაიმე დიდი პრობლემა იქნება. ამისათვის აუცილებელია გარდაცვლილი დონორებიდან ორგანოების აღება.
მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმ.იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური):
ტრანსპლანტოლოგია შეიძლება დავყოთ შემდეგ სახეობებად:
ა) ალოტრანსპლანტაცია, ანუ ჰომოტრანსპლანტაცია (ორგანოების გადანერგვა ცოცხალი ადამიანებისაგან).
თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო ფართოვდება ჩვენება სხვადასხვა სახის გადანერგვებისადმი, რაც უთუოდ გვევლინება საფუძვლად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში უკვე არსებობს დონორული ორგანოების დეფიციტი. დროის ნებისმიერ მომენტში უამრავი ადამიანი ელოდება დონორულ ორგანოებს.
ტრანსპლანტოლოგთა უმთავრესი წესია: დონორული ორგანოები უნდა იქნეს გადანერგილი უფრო მეტად ოპტიმალური პაციენტისთვის მკაცრად დადგენილი სამედიცინო (იმუნოლოგიური) ჩვენებების მიხედვით.
საქართველოს კანონში ,,ტრანსპლანტოლოგიის შესახებ” მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ადამიანის ორგანოები და ქსოვილები არ შეიძლება გახდეს ყიდვა-გაყიდვის საგანი.
არგუმენტები – ორგანოს მაღალი ფასი, რომელიც შეუძლია გადაიხადოს უცხოელმა მყიდველმა, რათა უზრუნველყოს მესამე ქვეყნების დონორების (მათ შორის საქართველოს) ცხოვრების ნორმალური დონე და იხსნას ბევრი ადამიანი შიმშილისაგან – ცინიზმია კეთილი ნიღბით.
ამ შემთხვევაში, ცოდვად ჩაითვლება ის მომენტი, რომელიც დონორს უბიძგებს ფინანსური მოტივაციისკენ. ცოდვა დახვეწილია. ის თითქოს და მხოლოდ კეთილ მიმართულებებს ეფუძნება: დავეხმაროთ თუნდაც მდიდარ, მაგრამ ავადმყოფ ადამიანს, მივცეთ მას საკუთარი ორგანო და ამით არაფერი შავდება, თუ საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მიიღებ ფინანსურ კომპენსაციას.
სხეული შექმნილია არა ჩვენ მიერ, არამედ ღვთისგან და მასვე ეკუთვნის, ამიტომ როცა ადამიანი ყიდის თავისი სხეულის ნაწილს, ან აბარებს სისხლს ფინანსური მოტივაციით, ის ჩადის ცოდვას უფლის იმ მცნების წინააღმდეგ, სადაც წერია: ,,არა იპარო,” რამეთუ იღებს იმას, რაც მიეკუთვნება არა მას, არამედ მისი სხეულის შემქმნელს – უფალს.
გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა, მაგალითად, ოჯახის რომელიმე წევრი ყიდის ორგანოს, ან სისხლს, რომ ამ ფულით დააფინანსოს თავისი ნათესავის, ოჯახის წევრის, ან თუნდაც სხვა ვინმე ადამიანის სასიცოცხლო ქირურგიული ოპერაცია, გამოისყიდოს თანამემამულე ტყვე, რომელიც სამშობლოსათვის ომობდა, ან იხსნას უსამართლოდ დაჭერილი პატიმარი, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება, ანუ როცა ადამიანი, მხოლოდ ამაღლებული მოტივაციებით ხელმძღვანელობს და მის მიერ გაღებული მსხვერპლი მოყვასისათვისაა საჭირო, ეს არის მსხვერპლი თვით ქრისტეს მიმართ: ,,უფროისი ამისსა სიყვარული არავის აქვს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის” (ინ. 15, 13).
ბ) აუტოტრანსპლანტაცია.
ამ შემთხვევაში ტრანსპლანტანტის რეციპიენტი გვევლინება თავისი თავის დონორად. მაგალითად, აკეთებენ კანის აუტოტრანსპლანტაციას, როცა დაუზიანებელი უბნებიდან იღებენ ჯანმრთელ ქსოვილს და გადააქვთ დამწვრობით გამოწვეულ დაზიანებულ ადგილებზე; ასევე, ძვლის ტვინის, ან გემოპოეტური ღეროვანი უჯრედების აუტოტრანსპლანტაციას, რომელსაც ახორციელებენ მაღალდოზიანი სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის შემდეგ (ლეიკოზების, ლიმფომების და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების დროს).
გ) იზოგენური ტრანსპლანტაცია.
ამ შემთხვევაში ტრანსპლანტატის დონორად გვევლინება რეციპიენტისადმი გენეტიკურად და იმონოლოგიურად 100%-ით იდენტური ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპისცალი.
ეკლესია ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს ე. წ. ფეტალური თერაპიის მეთოდის გამოყენებას, რომლის საფუძველზეც ხდება ჩანასახის, აგრეთვე, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აბორტირებული ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ამოკვეთა და გამოყენება დაავადებების მკურნალობისა და ორგანიზმის “გაახალგაზრდავების” მიზნით. ეკლესიას, რომელიც სასიკვდილო ცოდვად მიიჩნევს აბორტს, არ შეუძლია გამართლება მოუძებნოს მას იმ შემთხვევაშიც, თუ ჩასახული ადამიანის სიცოცხლის მოსპობით სარგებელი შეიძლება მიენიჭოს ვინმეს ჯანმრთელობას. ამგვარი პრაქტიკა (თვით მაშინაც, თუ მისი ეფექტურობა, რომელიც ჰიპოთეტურია ამჟამად, მეცნიერულად დამტკიცებულ იქნა) წარმოადგენს უზნეობას და ატარებს დანაშაულებრივ ხასიათს.
დ) ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვა გარდაცვლილი ადამიანისაგან.
ქრისტიანული თვალსაზრისით, მკვდარი სხეული განიხილება პიროვნულ სივრცედ. პატივისცემა მიცვალებულისადმი უშუალოდ დაკავშირებულია ცოცხალი ადამიანის პატივისცემასთანაც, მიცვალებულისადმი უდიერად მოპყრობას, კერძოდ, დაზიანებების მიყენებას საბოლოოდ მივყავართ ცოცხალი ადამიანისადმი უპატივცემულობამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სიცოცხლეშივე ანდერძად ტოვებს თავისი ორგანოს გამოყენების უფლებას სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ეს არ ეწინააღმდეგება ეკლესიური ეთიკის ნორმებს, რამეთუ ამგვარი ქმედება ჩადენილი იქნება შეგნებულად, სიკეთისა და ქველმოქმედების მიზნით.
სხვა დანარჩენ შემთხვევებში საკითხი, ალბათ, ღიად უნდა დავტოვოთ.
ე) ტრანსპლანტანტების გადანერგვა სინთეზირებული პოლიმერული პრეპარატებით.
ამ შემთხვევაში ეს საკითხი არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ კანონებს, რამეთუ საქმე გვაქვს ხელოვნური მატერიალის გამოყენებასთან, რომელიც არის ნაყოფი თვით ადამიანის შემოქმედებისა მეცნიერული ტექნოლოგიების გამოყენებით. გამონაკლისს წარმოადგენენ კოსმეტოლოგიური ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავენ, მაგალითად, პაციენტის ბიუსტის, ან გენიტალიების ფორმის შეცვლას, რამეთუ ასეთი გადანერგვების (ცხიმოვანი ქსოვილის, ან სპეციალური პროტეზების და სხვ.) ძირითად მოტივად ვნება და მრუშული აზროვნება გვევლინება. ასეთი ოპერაციების შედეგს მრუშობის ცოდვის რეალიზაცია წარმოადგენს.
ვ) ქსენოტრანსპლანტაცია (ქსოვილების გადანერგვა ცხოველებისაგან).
ეს მეთოდი გამოიყენება, მაგალითად, თერმული დაზიანებების დროს, როდესაც სპეციალურად დამუშავებული ღორის ტყავით ფარავენ ნაიარევ დეფექტს. ამ შემთხვევაში ეს ცოდვა არ არის, რადგან ამ დროს გამოიყენება არა სულიერის, არამედ მშვინვიერი ცხოველის სხეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ცხოველების ქსოვილის გამოყენება, რომლის დროსაც არ ხდება არევა ადამიანისა და ცხოველის გენური სტრუქტურებისა, უხეში შედარებით უტოლდება იმას, როცა ცხოველებს ვიყენებთ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ან სხვა რაიმეს დასამზადებლად.
2008 წლის ივნისში ბარსელონაში პროფესორმა პაოლო მაკიარინიმ ჩაატარა ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული ადამიანის ორგანოს პირველი გადანერგვა. გადანერგილ იქნა ზრდასრული ადამიანის ტრაქეა, რომელიც ურთულესი ტექნოლოგიებით შექმენს: ექიმებმა გამოიყენეს ახლად გარდაცვლილი ადამიანის ტრაქეა. ქიმიური პრეპარატების მეშვეობით მასში ნეიტრალიზება გაუკეთეს ცოცხალ უჯრედებს. ასეთი ორგანოს ბოჭკოვან-ცილურ ქსოვილში შეიყვანეს პაციენტის ძვლის ტვინიდან აღებული ღეროვანი უჯრედები. ეს უჯრედები ვითარდებოდნენ სპეციალურ ბიორეაქტორში ოთხი დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ტრაქეა მზად იყო გადანერგვისთვის. ერთი თვის შემდეგ გადანერგილი ორგანოს სისხლის მიმოქცევა მთლიანად აღდგა.
ტრანსფუზიოლოგია
როდესაც ნოესა და მის შთამომავლებს უფლება მიეცათ ღვთისგან მიეღოთ ყოველგვარი ცხოველური საკვები, ამავე დროს, სასტიკად იყო აკრძალული ამ ცხოველების სისხლის გამოყენება საჭმელში: ,,სხეულის სული სისხლშია” (ლევ.17,11) და კიდევ, ,,სისხლი არის სული.” (მეორ.16,23). აღნიშნული აკრძალვა არა ერთხელ მეორდება მოსეს კანონმდებლობაში, როგორც ჩვეულებრივ მისაღებ საკვებთან დაკავშირებით, ასევე იმ ცხოველებთან მიმართებაშიც, რომელთაც ებრაელები ღებულობდნენ წმიდა წესებისა და ზეიმების შესრულების დროს (ლევ.3,17,7,26,27, მეორ. 17,16,23,24,15).
შესაწირი ცხოველების სისხლი ითვლებოდა წმიდად, განწმენდის, გამოსყიდვის, გულის მოლბობისა და უფალთან შერიგების საშუალებად. კანონის დამრღვევი სიკვდილით ისჯებოდა. ამ აკრძალვას ყველა ქრისტიანი არ იცავს, თუმცა მოციქულები და მათი მოწაფეები მტკიცედ იცავდნენ მოსეს ამ წესს. (საქ.15,29). მთავარი მიზეზი, რომლის გამოც მოსეს კანონით იკრძალებოდა სისხლის მიღება საკვებთან ერთად, უთუოდ იმაში მდგომარეობდა, რომ სისხლი უმთავრესად ეძღვნებოდა ღმერთს… პირველი აღთქმა სისხლის გარეშე არ დამტკიცებულა და მოსემ კანონიერად წარმოთქვა რა ყველა მცნება ხალხის წინაშე, აიღო ხბოებისა და თხების სისხლი წყალთან და ბეწვთან ერთად და უსუპით ასხურა როგორც თვით წიგნს, ასევე მთელ ხალხს და თქვა: ,,ეს არის აღთქმის სისხლი, რომელიც დაგიტოვათ თქვენ ღმერთმა. ასევე სისხლით ასხურა ღვთისმსახურების ყველა ჭურჭელი” (ებრ. 18-22). როგორც ჩანს, თავად სისხლი არ გვევლინებოდა ცოდვების მიტევებისა და გამოსყიდვის საფასურად და თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მხოლოდ იმ მიმართებაში, რომ გვევლინებოდა მისტიურ წინასახედ სხვა, უფრო მაღალი სისხლისა, რომელიც დაიღვარა ჯვარზე ადამიანთა მოდგმისათვის უფალი იესო ქრისტეს მიერ. სწორედ სისხლს ენიჭება უდიდესი მისტიური მნიშვნელობა. საიდუმლო სერობის დაწესების კულმინაციურ მომენტს ღვინის უფლის სისხლად გარდაქმნის საიდუმლო წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია ბოლომდე შევაფასოთ უფლის სისხლთან დაკავშირებული საიდუმლოებები, ამიტომ, როგორც მოგვეცა უფლისგან, ჩვენც ისე უნდა მივიღოთ დიდი მეცნიერული გამოძიების გარეშე და უფლის ღრმა რწმენით.

,,თანამედროვე მედიცინა” ერთი წლისაა

ერთი წელი ადამიანის შვილისთვის არის ბავშვობა, ჟურნალისთვის კი ნამდვილად არ ნიშნავს ცოტას. „თანამედროვე მედიცინის“ 6 ნომერი ჯამში 384 გვერდია 30-მდე რუბრიკით, 70-მდე სტატიით, 200-მდე ავტორით, ზღვა ინფორმაციით...
მაინც რა მიზანს ემსახურება ჟურნალი და როგორია განვლილი ერთი წლის შრომის რეტროსპექტული ანალიზი?
სურათი 1. „თანამედროვე მედიცინის“ პირველი ნომრის თავფურცელი,
ნოემბერი–დეკემბერი, 2007 წ.
„თანამედროვე მედიცინა“ – ახალი პერიოდული სამედიცინო გამოცემა კომპანია GPC-ის ხელშეწყობით შეიქმნა. დაარსების მიზანს წარმოადგენს ქართული, თანამედროვე, საერთაშორისო მნიშვნელობის, მომავალზე ორიენტირებული, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის ფორმირება.
ჩანაფიქრი სერიოზულია და რთულად განსახორციელებელი. ადვილი არ არის, დააკმაყოფილო სამედიცინო ჟურნალის მკითხველთა ინტერესი ქვეყანაში, სადაც ოდითგანვე მედიცინით ინტერესდებოდნენ და მის განვითარებაში მონაწილეობდნენ უბრალონიც და მეფენიც. მსოფლიო ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება საქართველოს სამეფო კარის სამედიცინო ტრადიციების ანალოგი. საუკუნეების წინ შექმნილი სამკურნალო კარაბადინები და ზოგადად ქართული ხალხური მედიცინის მონაპოვარი კი დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
სურათი 2. „თანამედროვე მედიცინის“ მეორე ნომრის თავფურცელი,
იანვარი–თებერვალი, 2008 წ.
კიდევ უფრო ძნელია, გამოსცე მოსაწონი ჟურნალი თანამედროვე ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის – ექიმებისათვის, რომლებიც ქვეყანაში არსებული ცვალებადი პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობის მიუხედავად აღწევდნენ და აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებებს როგორც კლინიკური პრაქტიკის, ისე მეცნიერული კვლევების კუთხით და არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
და ბოლოს, ძნელია, თქვა ახალი სიტყვა სამედიცინო ჟურნალისტიკაში საქართელოში, სადაც ამ საქმის მდიდარი ტრადიციები არსებობს.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ჟურნალ „თანამედროვე მედიცინას“ აქვს ამბიცია, იყოს თანამედროვე ექიმისათვის საინტერესო სამეცნიერო-პრაქტიკული გამოცემა. ჟურნალის მისიაა საქართველოს სამედიცინო საზოგადოების ინფორმირება მსოფლიო მედიცინის სიახლეების, მიმდინარე კვლევების და მათი შედეგების, საინტერესო კლინიკური შემთხვევების, თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდებისა და სტანდარტების შესახებ. მაგრამ, ცხადია, ჟურნალის ამბიცია ამბიციად დარჩება ავტორისა და მკითხველის გარეშე. ჩვენი ავტორიცა და მკითხველიც კი თქვენ ბრძანდებით. სწორედ თქვენი თანადგომა და თანამონაწილეობაა აუცილებელი გამოცემის განვითარებისათვის, რისი ტენდენციაც დღითიდღე იზრდება.
სურათი 3. „თანამედროვე მედიცინის“ მესამე ნომრის თავფურცელი,
მარტი–აპრილი, 2008 წ.
ასაკის მატებასთან ერთად ჩვენს გამოცემას ავტორიც ემატება და მკითხველიც. გამოცემა ვითარდება: მრავალფეროვანი ხდება თემატიკა, ფართოვდება რუბრიკათა ნუსხა, იზრდება დაინტერესება.
შესაძლებელია ვაქცინაცია სიმსივნის საწინააღმდეგოდ? რეალობაა რობოტები ქირურგიაში? რა პერსპექტივებს სახავს ნანომედიცინა? რას გულისხმობს ჰემოფილიის კომპლექსური მართვა? რომელი ნაკლებად ცნობილი ანატომიური წარმონაქმნი არსებობს ღვიძლში და რა ფუნქცია აქვს მას? – „Nota Bene“-ს რუბრიკით გაშუქებულმა საკითხებმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა მკითხველში.
რუბრიკაში „მიმოხილვა“ განხილულია ისეთი საინტერესო თემები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკის ჰისტოპათოლოგიური მეთოდები, ლეიკემოიდური რეაქციები, ალკოჰოლიზმი, ვილებრანდის დაავადება და სხვ.
რა გავლენას ახდენს ადამიანებზე მობილური ტელეფონების ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური, უხილავი სხივები? რა ხარისხის ჰაერს ვსუნთქავთ? რა საშუალებით გაუსნებოვნებელ წყალს ვსვამთ? – კითხვებს პასუხობს რუბრიკა „ადამიანი და გარემო“.
რუბრიკაში „კლინიკური კვლევები“ წარმოდგენილია ქართველი მკვლევარების მიერ განსხვავებულ თემატიკაზე ჩატარებულ კვლევათა შედეგები: „α–თალასემია საქართველოში“, „ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში“, „დამოკიდებულება არტერიული წნევის ცირკადულ პროფილსა და სისხლის რეოლოგიურ მახასიათებლებს შორის“, „მუდმივი კარდიოსტიმულაცია XXI საუკუნის დასაწყისში: რესინქრონიზაცია გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებათა არსენალში“, „თიანეპტინის მოხმარების შედეგად განვითარებული აღკვეთის მდგომარეობის თავისებურებების ანალიზი“ და სხვ.
კოტარდის სინდრომის, სიამის ტყუპების, ტაკოცუბოს სინდრომის, „მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციისა და სხვა საინტერესო შემთხვევებს აღწერენ ქართველი ექიმები თავისი კლინიკური პრაქტიკიდან რუბრიკაში „Case Report“.
„Medical IT“-ის რუბრიკით ჟურნალმა მიმოიხილა ტელემედიცინის, GRID ტექნოლოგიების, სამედიცინო საინფორმაციო სისტემების პროექტირების თავისებურებები.
სურათი 4. „თანამედროვე მედიცინის“ მეოთხე ნომრის თავფურცელი,
მაისი–ივნისი, 2008 წ.
რედაქცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუბრიკას „თარგმანი“, რომელიც ორიენტირებულია აქტუალურ თემატიკასა და უახლეს მასალაზე, აქცენტი კეთდება პროსპექტულ, რანდომიზებულ და ფართომასშტაბურ კოჰორტულ კვლევებზე, ასევე კლინიკურ მიმოხილვებზე. თარ-გმანები ხორციელდება BMJ-ის რედაქციის ნებართვით. სწორედ ამ რუბრიკაში გაშუქდა ისეთი საინტერესო თემები, როგორიცაა: ჰიპოკალციემია, ძუძუთი კვება, დეპრესია, აორტის დეგენერაციული სტენოზი, ჰემიართროპლასტიკა და სხვ.
„მედეადან მითრიდატამდე“ და „მედიცინა და ქართული სამეფო კარის ტრადიციები“ სტატიებია, რომელთაც თავისებური ხიბლი შემატეს ჟურნალს რუბრიკით „მედიცინის ისტორია“.
„ენდემიური ჩიყვი საქართველოში“ – თემა, რომელიც აქტუალურია დღესაც, თურმე საუკუნის წინ წარმოადგენდა კვლევის საგანს. რუბრიკა „არქივი“ 1924 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო-მიმოხილვითი სტატიის ფრაგმენტით (ავტ. ი. ასლანიშვილი) კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მდიდარი სამედიცინო კულტურის ქვეყანაა.
რუბრიკამ „ყოფნა-არყოფნის ზღვარზე“ განიხილა ისეთი ბიოსამედიცინო და სოციალური პრობლემები, როგორიცაა შიდსი, ევთანაზია, „გლობალურმა კატასტროფებმა“ – ჩერნობილის ტრაგედიის შედეგები.
„...სჭირდება თუ არა ექიმს ტვინი?“ – საინტერესო თემით დაიბადა რუბრიკა „დისკუსია“, რომელიც ნებისმიერ სამედიცინო თემაზე სადისკუსიოდ იწვევს განსხვავებული შეხედულებების ექიმებს.
სურათი 5. „თანამედროვე მედიცინის“ მეხუთე ნომრის თავფურცელი,
ივლისი–აგვისტო, 2008 წ.
ჟურნალი მუდმივად აწვდის მკითხველს სამედიცინო „სიახლეებს“. ბოლო ნომრებში დაიწყო ქართული და უცხოური გაიდლაინების ბეჭდვა, გაიხსნა ლექტორიუმი.
„მოლეკულური მედიცინა“, „სამედიცინო ბიულეტენი“, „მსოფლიოს ჯანდაცვა“, „Alma Mater“, „დეონტოლოგია“, „პრევენცია“, „პრაქტიკოსის გვერდი“, „იურისტის გვერდი“... ყველა რუბრიკის მიმოხილვა შორს წაგვიყვანდა.
ინფორმაციით გადაგტვირთეთ? განტვირთვის საშუალებასაც გთავაზობთ. XXI საუკუნის ექიმს იშვიათად რჩება დრო მხატვრული ლიტერატურის საკითხავად. ამ დანაკლისის შესავსებად „ლიტერატურული გვერდი“ წარმოგიდგენთ სამედიცინო პრობლემების ეთიკურ, მორალურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ თვალთახედვას ქართველი თუ უცხოელი ექიმების ნოველებში. „ახლგაზრდა ექიმის ჩანაწერები“ (მ. ბულგაკოვი), „აპოკალიფსის 25 წელი“ (გ. კამკამიძე, მ. ბუწაშვილი), „იმელდა“ (რ. სელცერი), „ყვავილები ელჯერნონისათვის“ (დ. ქიიზი) – ამ ნაწარმოებებს გულგრილი არ დაუტოვებია ფართო მკითხველი. დარწმუნებულები ვართ, საქართველოში მრავლად არიან ნიჭიერი ექიმები, რომელთაც ექიმობით განცდილი ემოციები ფურცელზე გადააქვთ. ჩვენი „ლიტერატურული გვერდი” მზად არის, საზოგადოებას გაუზიაროს მათი გულის ნადები, მათი ტვინის ნაჟური.
სურათი 6. „თანამედროვე მედიცინის“ მეექვსე ნომრის თავფურცელი,
სექტემბერი–ოქტომბერი, 2008 წ.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალის ინტერნეტ-ვერსია ხელმისაწვდომს ხდის გამოცემას ყველა დაინტერესებული პირისათვის: მედიცინისა და მედიცინის მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისათვის.
ჩვენთვის საამაყო და ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ჟურნალი თითქმის საუკუნის წინ – 1924-34 წლებში გამოცემული სამედიცინო გამოცემის სახელს ატარებს. იმ პერიოდის „თანამედროვე მედიცინა“ იყო ჟურნალი, რომელშიც დაბეჭდილი სტატიები, ერთის მხრივ, ნათლად ასახავენ იმდროინდელი ქართული მედიცინის მაღალ დონეს და, მეორეს მხრივ, არ კარგავენ აქტუალობას დღევანდელი გადმოსახედიდანაც. ჩვენ ვისურვებდით, საუკუნის შემდეგ ჩვენი „თანამედროვე მედიცინაც“ ასე შეაფასონ შთამომავლებმა. ჯერ-ჯერობით კი ის ერთი წლისაა...
ჩვენი მხრიდან შეიძლება ითქვას, რომ რედაქცია ძალისხმევას არ იშურებს ჟურნალის დასახვეწად, შინაარსობრივად საინტერესო და ვიზუალურად სასიამოვნო სოლიდური გამოცემის სახელის დასამკვიდრებლად სოლიდურ სპეციალისტებში. ძვირფასო კოლეგებო, ვიცით, გვაქვს სუსტი მხარეებიც და არც შეცდომებისგან ვართ დაზღვეული, მაგრამ ისევ თქვენი თანადგომისა და თანამონაწილეობის იმედი გვაქვს. თანადგომაში კეთილგანწყობასაც ვგულისხმობთ და კრიტიკასაც. ერთი სტიმულს გვმატებს, მეორე სიფხიზლეს, განვითარებისათვის კი ორივე გვჭირდება. სუსტად მიიჩნევთ ზოგიერთ სტატიას? ამომწურავად ვერ გავაშუქეთ რომელიმე თემა? განსხვავებული აზრი გაქვთ რაიმე საკითხთთან დაკავშირებით? მოგვწერეთ! გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, ღიად ვიკამათოთ, სხვადასხვა პოზიციებიდან განვიხილოთ საექიმო პრობლემები და ერთად მივიღოთ მონაწილეობა თანამედროვე ქართული სამედიცინო სამეცნიერო სივრცის განვითარებაში!
და ბოლოს, რედაქცია ღრმა მადლიერებას გამოხატავს კომპანია GPC-ის, მისი გენერალური დირექტორის ბ-ნ დავით კილაძის და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ხორცი შეასხა ჩვენს წამოწყებას და „თანამედროვე მედიცინას“ დაბადებისა და განვითარების საშუალება მისცა

Sunday, May 8, 2011

მსოფლიო მედიცინის ისტორია

   თანამედროვე მედიცინის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა იმ სამედიცინო ცოდნის მეცნიერული ანალიზისა და უზარმაზარი გამოცდილების გათვალისწინების გარეშე, რომელიც დააგროვა კაცობრიობამ თავისი არსებობის მანძილზე. ნათქვამია, თუ არ იცი წარსული, შეუძლებელია გაიგო თანამედროვეობის ჭეშმარიტი აზრი და მომავლის მიზანი. მედიცინის ისტორია შეისწავლის სამედიცინო ცოდნის განვითარებას დასაბამიდან დღემდე საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციებთან მჭიდრო კავშირში, ასევე სამედიცინო სპეციალობების ჩამოყალიბებასა, ექიმებისა და მეცნიერი ექიმების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მათ წვლილს მედიცინის მეცნიერების ამა თუ იმ დარგის განვითარებაში და მათი სკოლების სამეცნიერო მიღწევებს. მედიცინის ისტორია თავისი შინაარსით ღრმად ინტერნაციონალურია: მსოფლიოს ყველა ხალხს, მეტ-ნაკლებად, მიუძღვის წვლილი სამედიცინო ცოდნის განვითარებასა და თანამედროვე მედიცინისა და ჯანმრთელობის დაცვის ჩამოყალბებაში. უძველესი ცივილიზაციების ისტორია არ შეიძლება გადმოცემული იყოს როგორც საკუთრივ ძველი რომის ან ძველი საბერძნეთის ისტორია, რადგან მონათმფლობელური წყობილების დროს ხმელთაშუა ზღვის ამ ქვეყნებში შედიოდნენ სხვადასხვა ხალხები, რომლებითაც იმ დროისათვის დასახლებული იყო სამხრეთ-ევროპის, სამხრეთ-დასავლეთ აზიის და ჩრდილოეთ აფრიკის მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ამგვარად, ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის მედიცინის ისტორია ამავე დროს ეგვიპტის, ტუნისის, კვიპროსის, თურქეთის, სირიის, ლიბანის, ერაყის, ირანის, იორდანიის, ინდოეთის, პაკისტანის, არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების ისტორიაა. ძველ საბერძნეთში და ძველ რომში მედიცინის განვითარების ანალიზის საფუძველზე შეიძლება თვალყური ვადევნოთ კავშირს ამ ცივილიზაციების მიღწევებსა და სხვა რეგიონების კულტურებს შორის. მედიცინის ისტორიას პრაქტიკულად საქმე აქვს უსაზღვრო ემპირიულ მასალასთან, რომელიც დააგროვა კაცობრიობამ მრავალი ათასწლეულის მანძილზე. ყოველი ახალი ეპოქის მიღწევა მტკიცედაა დაფუძნებული წინამორბედი ეპოქების მიღწევებზე და წარმოადგენს მათ გაგრძელებასა და განვითარებას. მსოფლიო მედიცინის ისტორიის შესწავლას, რომელიც დაფუძნებულია სამედიცინო ცოდნის ფორმირების მეცნიერულ ანალიზზე, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი მსოფლმხედველობის, სოციალურ-ეკონომიური პოზიციის, საერთო და პროფესიული კულტურის ამაღლებისა და, საერთოდ, თანამედროვე მედიცინის განვითარებისათვის.

ხალხური მედიცინის რჩევები

1) მარილების დაგროვების დროს:
 - 25 გ კოწახურის ქერქს დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი. გააჩერეთ 10 დღე ბნელ ადგილას. მიიღეთ 30 წვეთი 3-ჯერ დღეში. ფეხმძიმეებმა ეს ნაყენი არ უნდა გამოიყენონ.
- 1ჩ/ჭ დაქუცმაცებულ წითელი მოცვის ფოთლებს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, 1 საათი გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე. მარილებს შველის ასევე ნედლი მოცვი ან მოცვის მურაბა.
კბილის ტკივილის დროს:
1. 1 ს/კ სალბის ფოთლებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გაწურეთ და თბილი ნაყენი გამოივლეთ. პროცედურა გაიმეორეთ 3-5-ჯერ, 30 წუთის განმავლობაში.
ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ბეგქონდარას, მრავალძარღვას ან გვირილის ნაყენი და გამოივლოთ თბილი.
2. 1 ს/კ დაქუცმაცებულ მუხის ქერქს დაასხით 1,5 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 15-20 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე; გააგრილეთ და გამოივლეთ.
3. ყინულის ნატეხი გაახვიეთ ქსოვილში და დაიდეთ ლოყაზე რამდენიმე წუთით. სიცივე ავიწროებს სისხლძარღვებს და ტკივილი ყუჩდება.
4. არ შეიძლება მტკივნეულ კბილზე სპირტიან ხსნარში ან ეთილის სპირტში დასველებული ბამბის ტამპონის დადება - ეს გამოიწვევს ღრძილების დამწვრობას.
2) ნევროზთან ბრძოლის ხალხური საშუალებები:
გულ-სისხლძარღვთა ნევროზის დროს, შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით გვირილა, პიტნა, კამა, კვლიავი და კატაბალახას ფესვები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და დადგით ნახევარი საათით. დღის განმავლობაში დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი.
ვეგეტონევროზის დროს, 1 სადილის კოვზ წითელი კუნელის მარცვლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ.
ნევრალგიის დროს, თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს გვირილის, დიდგულასა და იასამნის ყვავილები. დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ გაწურეთ. დალიეთ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ.
უძილობის დროს დამამშვიდებელ საშუალებად შეგიძლიათ შემდეგი ნაყენი მიიღოთ: 2 სადილის კოვზ სვიას დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა ნაყენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ასევე, უძილობის დროს, 1 ჩაის კოვზ ბარამბოს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ქერქი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კატაბალახას წვეთები და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი, დღეში 2-ჯერ, თაფლთან ერთად.
3) როგორ ვუმკურნალოთ გაცივებას და რას გვირჩევს ხალხური მედიცინა?
ხალხურ მედიცინაში ყველაზე ხშირად ღორის მუცლის ქონი გამოიყენება. მისგან ეფექტურ მალამოს ამზადებდნენ - უმატებდნენ ფიჭვის წიწვებს, კანიფოლს, ცვილსა და პროპოლისს და ძნელად შეხორცებად ჭრილობაზე იდებდნენ.
ძლიერ ხველას შემდეგნაირად დამზადებული მალამო შველის: თანაბარი რაოდენობით აიღეთ იოდი, თაფლი, ქაფურის ზეთი და ღორის ქონი. ყოველივე ეს წყლის აბაზანაზე მოათავსეთ, ურიეთ და მიიყვანეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე. ამ მასით (სანამ გაცივდება) დაიზილეთ გულმკერდი და ზურგი. 2-3 დღიანი პროცედურის შემდეგ ხველა დაგიამდებათ.
თუ მშრალი კანის გამო ქუსლებზე ნახეთქები გაგიჩნდათ, მაშინ ძილის წინ ფეხები დაიბანეთ, ღორის ქონი სქლად წაისვით, პოლიეთილენით შეიხვიეთ და ბამბის წინდები ჩაიცვით. ეს პროცედურა 2 კვირის მანძილზე გაიკეთეთ. მკურნალობის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ნახეთქები სოკოვანი დაავადებით არ არის განპირობებული.
ბატის ცხიმი
საუკეთესო საშუალებაა არა მარტო გაცივების, არამედ კანზე პრობლემების დროსაც. სამკურნალო ცხიმებს შორის ის ყველაზე მსუბუქი და "ფაფუკია".
ძლიერი ყინვის დროს, ქუჩაში გამოსვლის წინ, ტანსაცმლით დაუფარავი ნაწილების მოყინვისაგან დასაცავად ბატის ცხიმის თხელი ფენა წაისვით.
აქერცვლისა და ნახეთქების დროს ტუჩები ევკალიპტისა და გვირილის ნაყენით (თითო-თითო ჩაის კოვზი ჩაყარეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში და გააჩერეთ 15 წუთი) დაიბანეთ, შემდეგ ბატის ქონი წაისვით. ასე მოიქეცით დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ. მკურნალობის დროს პომადა არ იხმაროთ.

ალტერნატიული ჩინური მედიცინა

    ალტერნატიული ჩინური მედიცინით დიაგნოსტიკა საქართველოში რამოდენიმე წლის წინ დაიწყო და თავიდანვე საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩინური მედიცინა კლასიკური დასავლური მედიცინისგან განსხვავდება, მისი მეთოდებით მკურნალობა ხდება ქრონოკული და არა მწვავე დაავადებების დროს. ყველაზე გავრცელებული მკურნალობის მეთოდებია აკუპუნქტურა, სუჯოკოთერაპია და ჰომეოპათიით მკურნალობა.
    ჩინური მედიცინის, სუჯოკოთერაპიის სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის დოქტორის, ანდრო სამხთოაშვილის თქმით, საზოგადოების მხრიდან მკურნალობის პროცედურების მოთხოვნა დიდია და ამ მეთოდით მკურნალობას მხოლოდ დადებითი შედეგები მოაქვს. თუმცა საქართველოში ნაკლებად იცნობენ და ენდობიან. ყველა პაციენტისთვის მკურნალობის პროცედურა ინდივიდუალურად ინიშნება და ის შეიძლება არანაკლებ 6-7 დღეს მოიცავდეს. მისი თქმით პაციენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია თუმცა რაიმე სახის კვლევა არ ჩატარებულა. მისი თქმით ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ სფეროს განვითარებისთვის რაიმე ღონისძიების განხორციელება არასდროს ჩატარებულა და შესაბამისად კლინიკების უმეტესობას, ფუნქციონირება თავისი ძალებით უწევთ.
ალტერნატიული ჩინურ მედიცინის ერთერთი მეთოდით, აკუპუნქტურით მკურნალობის დროს ხდება ორგანიზმში დისბალანსის აღდგენა სპეციალური ბიოაქტიური წერტილების გაღიზიანებით, ნემსით, ლაზერით ან ელექტრონული დენით. რეფლექსოთერაპიით ორგანიზმიდან გამოიყოფა ინტერფერონი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხასიათდება დადებითი ეფექტით და უარყოფით გვერდით მოვლებნებს არ იწვევენ. ასევე იწვევს ორგანიზმიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ჰორმონების გაძლიერებულ გამოყოფას, რომლებიც მოქმედებენ იმუნიტეტის სისტემაზე.
    სუჯოკოთერაპიის მეთოდით დაავადების მკურნალობა ხდება მტევნებზე ნემსოთერაპიით და სხვადასხვა მცენარეული თესლების საშუალებით. პირობითად კი ორგანიზმს განიხილავენ, როგორც მიკროფარმაცევტულ ქარხანას, სადაც უწყვეტად მიმდინარეობს სასიცოცხლო ენერგიის განახლება და მისი შენარჩუნება. გამოყოფა ხდება ყველა იმ ნივთიერებების, რომლებიც იცავენ ორგანიზმს შინაგანი და გარეგანი მავნე ფაქტორებისგან.
    რეფლექსო თერაპიის დოქტორი, თეიმურაზ მიქაბერიძის თქმით ჩინური მეთოდით მკურნალობისას უარყოფითი შედეგები თითქმის გამორიცხულია. მკურნალობა, მიმართულია კომპექსურ გამოჯანმრთელებაზე. მისი თქმით მედიცინის ამ სფეროს ნაკლები ყურადღება ეთმობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების განყოფილებამ ინტერვიუზე უარი განაცხადა. მათი თქმით, რომ თუ ექიმი ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს შეუძლია საქმიანობა აწარმოოს, ლიცენზირების გაცემის განყოფილებიდან ლიცენზია ალტერნატიული ჩინური მედიცინის მედიკოსებზე არ ვრცელდება. საქმიანობის დაწყება შესაძლებელია საგადასახადოში რეგისტრაცის გავლის შემდეგ.
    ჩინური მედიცინის მეთოდით მკურნალობა ხდება ისეთ ქრონიკულ დაავადებებზე, რომელიც მწავე არ არის. ერთერთი პაციენტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ მეთოდით მან ჩაიტარა კურსი. დიაბეტის და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებდა. რამოდენიმე კურსის გავლის შემდეგ დადებითი უკუჩვენება არ ქონია მხოლოდ დროებითი დადებითი შედეგი ქონდა. თუმცა მისი თქმით ის აპირებს იგივე კურსის ჩატარებას რადგან მკურნალობა უფრო იაფია და სპეციალური წამლების მიღებას არ საჭიროებს.
    ტრადიციული ჩინური მედიცინის ისტორია საუკუნეების წინ დაიწყო და ის ვითარდება დღემდე. ტრადიციული მედიცინით მკურნალობა ძირითადად დაკავებულია ადამიანის ჯანმრთელობის კომპლექსურ გამოჯანმრთელებაზე. მეთოდები არის ბუნებრივი და გარკვეული დაკვირვების საფუძველზე იწყება მკურნალობა. მკურნალობა სქემის მიხედვით მიმდინარეობს და წრიულადაა განალაგებული, ესენია: წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და ლითონი.

რა არის მედიცინა?

მედიცინა  არის  მეცნიერული  ცოდნისა და პრაქტიკულ  ღონისძიებათა  სისტემა,რასაც  მიზნად ისახავს ადამიანის  დაავადებათა  გამოცნობას,მკურნალობასა და  პროფილაკტიკას,მისი  ჯამრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას,გაუმჯობესებას და სიცოცხლის განხაგრძლივებას.         
      მედიცინის  განვითარების დონე ,სამედიცინო  საქმიანობის    შინაარსი  და  მეთოდები  განისაზღვრება  ცხოვრების მატერიალური  პირობებით,საზოგადოების  წყობით,კულტურით,საერთო დონით,ბუნებისმეტყველების,პირვე  რიგში  ბიოლოგიური  დისციპლინებისა   და  ტექნოლოგიური  განვითარებით. თანამედროვე  მედიცინა  არის  ცოდნის  ერთიანი  მეცნიერული  სისტემა,რასაც  საფუძვლად  უდევს  ბიოლოგია  და გამოყეებითი  მეცნიერების  მღწევები.მედიცინას  პირობითად  ყოფენ  თეორიულ  და  პრაქტიკულ  მედიცინად.
         თეორიული  მედიცინა აერთიანებს სამედიცინო-ბიოლოგიური  დისციპლინებს.ადამიანის სხეულის აგებულებას შეისწავლის ანატომია,პისტოლოგია,ციტოლოგია,ორგანიზმის ფუნქციების და მოქმედების  კანონზომიერებებს-ფიზიოლოგია,ბიოქიმია  და ბიოფიზიკა,ავადმყოფური  პროცესების  წარმოშობას,განვითარებას,მიმდინარეობას და გამოსვლას-პათოლოგია,პათოლოგიური ფიზიოლოგია.ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო  საშუალებების  სამკურნალო  და ტოქსიკური მოქმედებას-ფარმაკოლოგია.
      პრაქტიკული  მედიცინა აერთიანებს  კლინიკურ  სამედიცინო-სოციოლოგიურ  ჰიგიენურ  დისციპლინათა  ჯგუფებს.კლინიკური  დისციპლინები შეისწავლის  ადამიანის დაავადებათა დიაგნოსტიკას,მკურნალობასა  და პროფილაკტიკას სამედიცინო  სოციოლოგიური და ჰიგიენური  დისციპლინები შეისწავლის  ადამიანის  ორგანიზმზე  სოციოლოგიური და ბუნებრივი გარემოს  ზემოქმედებას.ამ ჯგუფიდან წამყვანია სოციალური ჰიგიენა,ჯამრთელობის  დაცვა ,სამედიცინო  გეოგრაფია.ჰიგიენურ  დისციპლინებს  განეკუთნება  ზოგადი  ჰგიენა,ბავშვთადა მოზარდთა ჰიგიენა  კვების  ჰიგიენა.
   მედიცინა  და  მისი  დარგების  დაყოფა  ცალკეულ დისცპლინებად ერთობ პირობითია.

Tuesday, March 29, 2011

მედიცინა

გედენიძე, ჯემალფიქრები მედიცინაზე                                                                          კენჭოშვილი, ნიკოლოზძველი ინდური მედიცინა ადამიანის სულიერი აშლილობის მიზეზების, მკურნალობისა და ადამიანთა ფსიქოტიპების შესახებ                                   კახიანი, ზაალმედიცინაში და მის ფარგლებს გარეთ                                                             .გონჯილაშვილი, ი.ინფორმატიკა მედიცინასა და ბიოლოგიაში.

ბიბლიოგრაფია

მედიცინა
გეგეშიძე, დავითსამედიცინო დეონტოლოგიიდან ეთიკურ მედიცინამდე-ბიოეთიკამდე

Tuesday, March 22, 2011

მედიცინა

           მედიცინა  არის პრაქტიკული საქმიანობის დარგი,რომელიც მიმართულია ადამინთა ჯამრთელობის დაცვის,დაავადების თავიდან აცილებისა და მკურნალობის  სიცოცხლის გახანგრზლივებისაკენ.  დგეს დგეისობით  მედიცინა  დიდად  არის  განვითარებულიი   ,იმდენად  რო  ყოველ  ადამიანს  გაუჩნდა  დაავადებებთან  შერკინების  იმედი...                               21 ე საუკუნეში  ადამინების  ისეთი   დაავადებების  განკურნება  არის შესაზლებელი,  რომელიც  ადრე  ეგ  განუკურნებლად   იყო  მიჩნეულიი.....ადრეულ  პერიოდში  მედიცინაში  თავს  იჩენდა  ხალხური  მედიცინა , რომლითაც  იკურნებოდა  ადამიანები  მაგრამ  იმის  გარანტია  რო  ამით  ადამიანი  განიკურნებოდა  ეგ  შეუზლებელი  იყო...დგეს  საქართველო  მედიცინის  სფეროში  განვითარების  პერიოდშია...მივესალმებოდი  იმ  ფაქტს  რომ  ყველა  ადამიანებისთვის  ყოფილიყოს  ხელმისაწვდომი  მკურნალობა...სავალალო  მდგომარეობა  დგეს  დგეისობით  ჩვენს  ქვეყანაში,  როცა  ადამიანები  უსახსრობის  გამო იზულებულნი  რჩებიან  არ  წავიდნენ  ექიმთან  რადგან  ეს  მათთვის  არია  შეუზლებელი.,მაგრამ  ვიმედოვნებთ  რომ  ეს  პრობლემა მოგვარდება.